Tuesday, 19 February 2013

რელიგიების როლი საერთაშორისო ურთიერთობებში - რელიგია და მისი გავლენა ინდოეთ - პაკისტანის კონფლიქტზე

ავტორები:
მარიკა მალაყმაძე
ქეთევან ანთაძე 


                                                    შესავალი

კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე რელიგია მისი თანმდევი მოვლენაა და დედამიწის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს მოიცავს. გამომდინარე იქედან, რომ ძალიან ბევრი რელიგიური რწმენა და ორგანიზაცია არსებობს, რთულია რელიგიის ყველასათვის მისაღები განსაზღვრება წარადგინო. თუმცა, რაზეც ისინი თანხმდებიან არის ის, რომ რელიგია არის ისეთ სიმბოლოთა ნაკრები, რაც თაყვანისცემასა და შიშს იწვევს და მორწმუნეთა ჯგუფის მიერ შესრულებულ რიტუალებსა და ცერემონიებს უკავშირდება. ანუ, რელიგია არის იდეათა და ქმედებათა სისტემა, რაც დაფუძნებულია რწმენაზე.
 დღეისათვის მსოფლიოში ორასზე მეტი რელიგიაა ცნობილი. მათ შორის მრავალი რამ საერთოა, მრავალი განმასხვავებელი. რელიგიები ერთმანეთისგან განსხვავდებიან სიძველით, ტრადიციებით, შინაარსით, ფილოსოფიური სიღრმით.  უდიდესი, მსოფლიოში ყველაზე მეტად გავრცელებული რელიგიებია ქრისტიანობა, იუდაიზმი, ისლამი, ბუდიზმი და ინდუიზმი. გამომდინარე იმ განსხვავებებიდან, რაც მათ შორის არსებობს, რელიგია შეიძლება იყოს როგორც მაინტეგრირებელი, ისე კონფლიქტებისა და დაპირისპირებების წარმომშობი ფენომენი.
იმისათვის, რომ რელიგიური მახასიათებლით აღვწეროთ კონფლიქტი, არ არის საკმარისი მხოლოდ ის, რომ კონფლიქტში მონაწილე მხარეები სხვადასხვა რელიგიის მიმდევრები იყვნენ. რელიგია უნდა იდგეს კონფლიქტის დღის წესრიგში. რელიგია უნდა იყოს კონფლიქტის საკითხი, ან კონფლიქტი, მონაწილე მხარეთაგან ერთ-ერთის მიერ მაინც, უნდა გაიაზრებოდეს გამოკვეთილი რელიგიური ტერმინებით. ამრიგად, შეიძლება ისაუბრო კონფლიქტში რელიგიის ფაქტორის ჩართვაზე, თუ ქვემოთმოყვანილი პირობებიდან ერთ-ერთი მაინც დაკმაყოფილებულია:
 1. ერთ-ერთი მხარე მაინც მიმართავს აზროვნების რელიგიურ ასპექტს, რათა მოახდინოს კონფლიქტური ქცევის დაკანონება.
 2. პარტიათა პოლარიზაცია განმტკიცებულია რელიგიური იდენტურობით ან თეოლოგიური პერსპექტივებით .
გამომდინარე აქედან, შესაძლოა განვაცხადოთ, რომ ინდოეთ-პაკისტანის დაპირისპირება წარმოადგენს რელიგიურ კონფლიქტს, რადგან აღნიშნულ შემთხვევაში მხარეები მიმართავენ რელიგიურ ასპექტს კონფლიქტური ქცევის დასაკანონებლად.


                                            I თავი

საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზისას უკვე რამდენიმე ხანია კვლავ გაჩნდა წლების განმავლობაში მივიწყებული რელიგიური ფაქტორები.
საერთაშორისო ურთიერთობების ყოველმხრივ განხილვისას სივრცითი რელიგიები მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. გეოპოლიტიკური მიდგომა გვახსენებს, რომ რელიგიები იჭრებიან ამ სივრცეში და მათ შორის საზღვრების გადანაცვლება აისახება საერთაშორისო ბალანსზე.
რელიგია ბევრჯერ გამხდარა მწვავე სოციალური დაპირისპირებისა და კონფლიქტის საბაბი, ამიტომ მასში უნდა ვეძიოთ მწვავე კონფლიქტებისა და დაპირისპირების ფესვები. მაგრამ რა განაპირობებს ამას? პასუხი შემდეგია... რელიგიური ნიშნით ადამიანები ახდენენ სოციალურ კატეგორიზაციას - პროცესს, რომელითაც ისინი საკუთარი სოციალური გარემოს ორგანიზებას ახდენენ, მიაკუთვნებენ რა ადამიანებს საკუთარ და სხვათა ჯგუფებს. ანუ, ხდება სოციალური სამყაროს ორად გაყოფა : შიდა ჯგუფებად - ჯგუფები, რომლებთანაც ადამიანები საკუთარი თავის იდენტიფიკაციას ახდენენ და გარე ჯგუფებად - ჯგუფები, რომლებთანაც ადამიანები საკუთარი თავის იდენტიფიკაციას არ ახდენენ. ამ კოგნიტური განსხვავებების შედეგია შიდაჯგუფური მიკერძოება - საკუთარი ჯგუფის გადაფასება სხვასთან შედარებით. შედეგად, ადამიანები, რომლებიც განიხილებიან როგორც გარე ჯგუფის წევრები, უფრო ხშირად მტრული გრძნობისა და უსამართლო დამოკიდებულების ობიექტები ხდებიან.
ამ ყოველივედან გამომდინარე, იკვეთება მოსაზრება, რომ რელიგია ხელს უწყობს კონფლიქტებს სხადასხვა სარწმუნოების მიმდევართა შორის და, შესაბამისად, საზოგადოების დახლეჩას და ანტაგონიზმის ჩამოყალიბებას.
ჩვენს მაგალითზე, ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების გამო, ინდოეთი წარმოადგენს რელიგიურად ჭრელ რუკას. აქ რვა ძირითადი  რელიგიაა წარმოდგენილი. მათ შორისაა ინდუიზმი - 83%, ისლამი - 11%, ქრისტიანობა - 2,6%, სიქხიზმი - 1,9%, ბუდიზმი - 0,7% . რელიგიური მრავალფეროვნებისა და ეთნიკური კონფლიქტების გამო, აშკარა ლოგიკური კავშირი არსებობს რელიგიურ და ეთნიკურ ფაქტორებს შორის, ამიტომაც უნდა მივიჩნიოთ რელიგია გადამწყვეტ ფაქტორად ინდოეთ-პაკისტანის კონფლიქტში.
ინდოეთსა და პაკისტანს შორის დავა ჯერ კიდევ 1947 წელს დაიწყო, როცა  მოხდა სუბკონტინენტის პოსტკოლონიური გაყოფა რელიგიური ნიშნით ინდოეთად და პაკისტანად, რამაც სათავე დაუდო მათ შორის კონფლიქტებსა და ტერიტორიულ დავებს. პაკისტანი ეწოდა ტერიტორიას რომელზეც უმეტესი მოსახლეობა მუსლიმი იყო, ხოლო ინდოეთის მოსახლეობის უმრავლესობას ინდუიზმის მიმდევრები წარმოადგენდნენ (იხ. დანართი 1). ისინი ერთმანეთს გაემიჯნენ (და არა პაკისტანი  გამოეყო ინდოეთ) სარწმუნოებრივ საწყისებზე.
მნიშვნელოვანი რელიგიური, კასტური და ეთნოკულტურული განსხვავებები სხვადასხვა რეგიონებს შორის მუდმივი დაძაბულობის წყაროა. ექსტრემისტული და სეპარატისტული მოძრაობები დიდ საფრთხეს უქმნიან ქვეყნის ისევე, როგორც საერთაშორისო სისტემის პოლიტიკურ სტაბილურობას, საზოგადოებრივ ცხოვრებას, დემოკრატიული ინტიტუტების ფუნქციონირებას.
ინდოეთი და პაკისტანი ვერ იყოფდნენ ჯამუსა და ქაშმირის ტერიტორიებს. ინდოეთის მთავრობამ მოისყიდა აშმირის მუსლიმი მახარაჯა და ინდუიზმი მიაღებინა. მახარაჯა, რომელიც ერთპიროვნულად განაგებდა აშმირ, შემოუერთა მახარაჯატი ინდოეთის კავშირს, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის 99%  მუსლიმი იყო (იხ. დანართი 2). ჰინდუისტებით, მაჰმადიანებით, ბუდისტებით და სიქხებით დასახლებული ქაშმირის სურვილია, თავადვე იყო საკუთარი ბედის პატონ-პატრონი. გაეროს უშიშროების საბჭოს 47-ე რეზოლუციით, რომელიც 1948 წლის 21 აპრილს მიიღეს, ინდოეთსა და პაკისტანს უნდა გამოეყვანათ ჯარები ქაშმირიდან, უნდა ჩატარებულიყო პლებისციტი და ქაშმირს თავად უნდა გადაეწყვიტა თავისი მომავალი. ინდოეთმა უარი განაცხადა პლებისციტის ჩატარებაზე, რადგან თვლიდა, რომ პაკისტანი მოიპოვებდა ქაშმირში არსებული მუსლიმი სეპარატისტების მხარდაჭერას. ეს უკანასკნელი უფრო ლოიალურად იყო განწყობილი ამ რეზოლუციის მიმართ, რადგან ქაშმირის მოსახლეობის უმრავლესობა, როგორც უკვე ავღნიშნეთ, მუსლიმი იყო და იმედი ჰქონდა, რომ იგი მასთან შეერთებას გადაწყვეტდა. ამრიგად, ინდოეთმა და პაკისტანმა დღემდე ვერ შესძლო ქაშმირის თაობაზე კარგა ხნის წინ დაწყებული უთანხმოების მოგვარება და მჭიდრო მშვიდობიანი თანამშრომლობა, რაც კაპიტალდაბანდებას მისცემდა ფართო ასპარეზს, ხოლო უკიდურესად გაღატაკებულ მოსახლეობას, როგორც ერთ, ისე მეორე ქვეყანაში ახალ სამუშაო ადგილებსა და ცხოვრების პირობათა გაუმჯობესების შესაძლებლობას მისცემდა. თავდასხმები კვლავ გრძელდება ქაშმირზე, რომელიც ინდოეთის ერთ-ერთი ნაწილია. იქ პაკისტანს მძლავრი მხარდაჭერა აქვს მოსახლეობის მუსლიმან ნაწილში. პაკისტანის ელჩი განდევნილია დელიდან.
ამასთანავე, ის ეთნიკური ჯგუფი, რომელიც პაკისტანში უმრავლესობას წარმოადგენს, ინდოეთში ეროვნულ უმცირესობაში აღმოჩნდა. ძირითადად, ეს ეხება ფენჯაბელებსა და სიქხებს. ინდოეთსა და პაკისტანს შორის ორჯერ მოხდა ოფიციალური ომი. პირველი - 1962-1963 წლებში. იმ პერიოდში საომარ მოქმედებებში მოსკოვი და ვაშინგტონიც ჩაერთო. 1965 წლის სექტემბერში კი ტაშკენტში ხელი მოაწერეს საზავო-სამშვიდობო ხელშეკრულებას. ამ ხელშეკრულების მიხედვით, ჯამუსა და ქაშმირის ტერიტორიები ისეთნაირად გადანაწილდა, რომ ორივე დაპირისპირებული მხარის ინტერესები დაკმაყოფილდა. მაგრამ პრობლემური დარჩა ფენჯაბის ტერიტორია, რომლის გარშემო დავა დღესაც გრძელდება. 1971-1972 წლებში ინდოეთსა და პაკისტანს შორის მეორე ომი დაიწყო  .. აღმოსავლეთ პაკისტანის, ანუ ბენგალიის გამო. ენჯაბისა და ბენგალიის გაყოფის მიზეზით დაიწყო სისხლიანი შეტაკებები ინდუსებს, სიქებს და მუსულმებს შორის, რომელსაც 500 000 მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. აღნიშნული ფაქტი განიხილება როგორც ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევა. კერძოდ, გაეროს გენერალური ანსამბლეის მიერ 1966 წლის დეკემბერში ადამიანთა უფლებების შესახებ მიღებული პაქტის დარღვევად. საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ ითვალისწინებს ყოველი სახელმწიფოს მხრიდან ყველა საშუალების გამოყენებას, რათა არ დაუშვას ადამიანის ისეთი უფლების დარღვევა, როგორიცაა სიცოცხლის უფლება. ინდოეთისა და პაკისტანის მხრიდან განხორციელებული ქმედებით კი აღნიშნული პაქტი დაირღვა.
ბენგალიის შტატი, რადგან ინდოეთის შემადგენლობაში იყო ინდოეთმა ბენგალელ სეპარატისტებს დაუჭირა მხარი. სწორედ, 1972 წელს პაკისტან-ინდოეთის დაპირისპირების შედეგად წარმოიშვა ქვეყანა ბანგლადეში. ამ უკანასკნელ ომში პაკისტანმა დაკარგა ტერიტორიული ერთეული და, შედეგად, დაირღვა პაკისტანის ტერიტორიული მთლიანობა.
რამდენიმე რელიგიური ტრადიციის გასაყარზე არსებულ ზონებში მოსახლეობის მოძრაობა და შედეგად მიღებული რელიგიური რუკის ტრანსფორმაცია ბევრ საზრუნავს აჩენსამგვარადინდოეთის   ჩრდილო-აღმოსავლეთში, ბანგლადეშის საზღვარზე,   ინდოეთის ხელისუფლება აშენებს ბარიერს,  რომელსაც უკვე ამ საზღვრის მესამედი, 4.800 კმ-ზე მეტი უჭირავს. ინდოეთის  ჩრდილო-აღმოსავლეთში მუსლიმური   მოსახლეობის  რიცხვის  ზრდ (კერძოდ, ასამში) აუცილებლად დაარღვევს პოლიტიკურ ბალანსს.


                                             II თავი

ინდოეთ-პაკისტანის ურთიერთობა ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო კვანძია მსოფლიო უსაფრთხოების თვალსაზრისითეს ორი ქვეყანაგანიხილება, როგორც ყველაზე სახიფათო ბირთვული მეტოქეები”. 1998 წლიდან პაკისტანიც და ინდოეთიც მსოფლიო ბირთვული კლუბის წევრები გახდნენ. ორივე მხარეს სრულ მზადყოფნაში მყოფი ატომური იარაღი და მისი მიმტანი რაკეტები აქვს. ბირთვული შეიარაღების გადამტანი ტექნოლოგიების რადიუსი კი 200-300 კილომეტრს შეადგენს. ეს კი სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ სამხრეთ აზიის რეგიონში "ბირთვული ზამთრის" სცენარი ამოქმედდეს".
ინდოეთი და პაკისტანი  ბირთვული ომის ზღვარზე იყვნენ  მისულები, ამიტომ ეს ომი შესაძლ, სახიფათო აღმოჩნდეს არა მხოლოდ ამ ორი ქვეყნისთვის, არამედ დანარჩენი მსოფლიოსათვისაც. ცნობისათვის, ინდოეთს 20 ბირთვული ბომბი აქვს, ხოლო პაკისტანს - 15.  ქაშმირის პროვინციის ინდური და პაკისტანური სექტორების გამყოფი "კონტროლის ხაზის" ორივე მხარეს მილიონამდე ჯარისკაცი და ოფიცერია თავმოყრილი, რომლებსაც ზურგს ასობით ტანკი და სამხედრო თვითმფრინავი უმაგრებს. მაგრამ, თავისთავად, ეს ვითარება საგანგაშო არ იქნებოდა, პროვინციაში ათასამდე მუსლიმი ტერორისტი რომ არ მოქმედებდეს, რომლებიც პერიოდულად აღწევენ ინდოეთის ტერიტორიის სიღრმეში და ტერორისტულ აქტებს აწყობენ. ინდოელი სამხედროები ჯერჯერობით მოთმინებით ელიან პაკისტანის პრეზიდენტის მუშარაფის დანაპირებს, რომ პაკისტანელ ტერორისტებს თავად მოუვლის. თუ ეს არ მოხდა, ინდოეთი იძულებული გახდება, ანტიტერორისტული ოპერაცია წამოიწყოს, ანუ ან ჰაერიდან დაბომბოს პაკისტანელი ისლამისტების პოზიციები, ან არმიის განსაკუთრებული ნაწილები დესანტით გადასხას პროვინციის პაკისტანურ სექტორში. რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯს პაკისტანის სამხედრო პასუხი მოჰყვება. იმის გათვალისწინებით, რომ ინდოეთის ჩვეულებრივ შეიარაღებულ ძალებს დიდი უპირატესობა გააჩნიათ პაკისტანთან შედარებით, ისლამაბადი, ალბათ, იძულებული შეიქნება, გამოიყენოს თავისი ბირთვული არსენალი, რასაც უმძიმესი შედეგები მოყვება როგორც რეგიონის, ისე მთელი მსოფლიოსთვის.
ბირთვული იარაღის გამოყენება  ყოვლად დაუშვებელია. იგი საფრთხეს უქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებასა და მშვიდობას. რუსეთს ინდოეთ-პაკისტანის კონფლიქტებში შუამავლობის გამოცდილება 1960-იანი წლებიდან აქვს, როდესაც 1966 წელს მოსკოვის ჩარევით ორ ქვეყანას შორის ომით გაწყვეტილი ურთიერთობები აღდგა.
ერთი შეხედვით, ვითარება უკიდურესობამდეა დაძაბული და მხოლოდ ერთი პროვოკაციაა საჭირო დიდი სისხლისღვრისა და ბირთვული ომის დასაწყებად. მაგრამ ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ეს გამწვავებული მდგომარეობა დიდად არ განსხვავდება ქაშმირში საქმეთა ჩვეულებრივი, ყოველდღიური ვითარებისაგან. 1999 წელს, როდესაც ორივე სახელმწიფო უკვე ფლობდა ბირთვულ იარაღს, მათ შორის მოხდა შეტაკება ქაშმირის ქარგილის რაიონში. ამ შემთხვევას ომის ესკალაცია არ მოჰყოლია, რადგან ვაშინგტონის მხრიდან წნეხმა პაკისტანი აიძულა, უკან დაეხია. ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ შეზღუდული ომის პრაქტიკული გამოცდილება ინდოეთსა და პაკისტანს ბირთვული კონფლიქტის თავიდან არიდების საშუალებას მისცემს.
ასევე, თუ გავითვალისწინებთ რაიმონდ არონის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, ბირთვულ იარაღს ომის შეკავება უფრო მეტად შეუძლია, ვიდრე მისი  გაჩაღება ან გამწვავება, რადგან  მასობრივი განადგურების იარაღი ქმნის ორმხრივ გამანდურებელ სიტუაციას. მხარეები დარწმუნებულნი არიან, რომ შეუძლიათ ერთმანეთის სრულიად განადგურება, რაც იწვევს ბირთვულ შეკავებას. აქედან გამომდინარე, შეიძლება  ზოგიერთმა მიიჩნიოს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე გადაჭარბებულია, მაგრამ ნათელია, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფოები არ მოქმედებენ თეორიებისა და სისტემების წესების მიხედვით. მათი მოქმედება ეფუძნება კონკრეტულ მონაცემებსა და ფაქტებს,  რაც შეუძლებელს ხდის  სახელმწიფოთა ნაბიჯების წინასწარ განჭვრეტას.
უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც ახლანდელ კრიზისს ადრინდელთან შედარებით უფრო სერიოზულს ხდის. უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებული ძალების არნახული კონცენტრაცია პირდაპირი სამხედრო შეტაკების საშიშროებას ზრდის,რადგან დაგროვილი იარაღი ყოველთვის ისვრის. მეორეც, საერთაშორისო თანამეგობრობას უკვე აღარ გააჩნია პაკისტანზე ზეწოლის ეფექტური საშუალებები, რადგან პაკისტანი ავღანეთის ანტიტერორისტული კამპანიის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე და მხარდამჭერია.
დასავლეთის დიდი სახელმწიფოები ინდოეთისა და პაკისტანის  ურთიერთობების მშვიდობიანად დარეგულირებას ცდილობენ, რადგანაც ამ ორ ქვეყანას შორის არსებული უთანხმოება, შესაძლოა, ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდოს; რადგან  სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში სტაბილურობა იყოს. ეს დაინტერესება იმით არის განპირობებული, რომ ბირთვული სტრატეგიული ბალანსის შენარჩუნების მოსაზრებებიდან გამომდინარე, ინდოეთიც და პაკისტანიც მსოფლიოში წარმოადგენენ ბირთვული უსაფრთხოების გარანტს (ჩინეთთან, საფრანგეთთან და რუსეთთან ერთად). ამიტომაც მშვიდობა ამ რეგიონში ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს წარმოადგენს. თანაც, ეს კონფლიქტი უშუალოდ უკავშირდება ვაშინგტონის არანაკლებ მნიშვნელოვანი ავღანეთის პრობლემის გადაწყვეტას. გარდა ამისა, აუცილებელია ფინანსური და ეკონომიკური სტაბილურობა, რადგან ამ რეგიონში ამერიკის კერძო კაპიტალია თავმოყრილი, დაახლოებით - 1 ტრილიონი დოლარის ფარგლებში. არასტაბილურმა კერამ კი, შესაძლოა, მსოფლიოში  ეკონომიკური კრიზისი გამოიწვიოს.



                                                       დასკვნა

ამრიგად, რელიგია იწვევს კონფლიქტებს, რაც სხვადასხვა რელიგიებს შორის აღინიშნება და განაპირობებს საზოგადოების დახლეჩას შიდა და გარე ჯგუფებად, რაც   კონფლიქტების გამომწვევია სხადასხვა რელიგიებს შორის.
დღეს მსოფლიოში ავღანეთის ომის შემდეგ ყველაზე აქტუალურ თემად მიიჩნევა ინდოეთ-პაკისტანს შორის არსებული დაძაბულობა, რომელსაც, როგორც უკვე ავღნიშნეთ, რელიგიური ფაქტორები ედო საფუძვლად, როცა დეკოლონიზაციის პროცესში ინდოეთის შემადგენლობიდან პაკისტანი გამოყვეს რელიგიური ნიშნით. ინდოეთში სულ 120 მილიონი მუსლიმანია, რაც პაკისტანის თითქმის მთელ მოსახლეობას ეტოლება. ინდოეთის მთელმა მოსახლეობამ კი, მილიარდს გადააჭარბა. ის ჩამოყალიბებას პირველხარისხოვან მსოფლიო ძალად, როგორც ჩანს, წინ ვეღარაფერი ეღობება. დარჩა, როგორც ინდუისტი მოსახლეობის სახელმწიფო, პაკისტანი კი, როგორც მუსლიმანურისა. ინდოეთის ერთადერთი შტატი, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმანია, არის ქაშმირი. სწორედ მასზეა ახლა ბრძოლა.
 ბირთვული ომი ამ ორ ქვეყანას შორის  ნიშნავს, რომ ირღვევა ამგვარი ომებისაგან დედამიწის დაცვის მთელი საერთაშორისო სისტემა. მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის პოლიტიკას ძირი ეთხრება.
მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანებს ერთმანეთთან ბევრი საერთო აქვთ და შეუძლიათ, ერთად გაუმკლავდნენ მსოფლიოში წამოჭრილ პრობლემებს, ურთიერთპატივისცემა ჩამოაყალიბონ ერთმანეთის სარწმუნოების მიმართ და ამით ბოლო მოუღონ კონფლიქტებს, სხვადასხვა აღმსარებლობებს შორის დაპირისპირება და ანტაგონიზმი მაინც იჩენს თავს.



                               გამოყენებული ლიტერატურა :

1.   ალექსიძე, ლ., თანამედროვე საერთაშორისო სამართალი, საგამომცემლო სახლი „ინოვაცია“,  თბ., 2010 წელი
2.   გიდენსი, ე., სოციოლოგია, თბ., 2012 წელი
3.   რონდელი, ა., საერთაშორისო ურთიერთობები, III განხლებული გამოცემა, გამომცემლობა ნეკერი, თბ., 2006 წელი,
4.   სმელზერი, ნ., სოციოლოგია, http://socium.ge/index.php/library/3-sociology/sociologiis-shesavali   
5.   Graffiths, M., Fifty thinkers in interanational relations, Taylor & Fracis e-Library, 2001

გადამოწმებულია 27.01.2013 წ.


                                             დანართი 1

მსოფლიო რელიგიები : ინდუიზმი და სუნიზმი ინდოეთსა და პაკისტანში
  


                                             დანართი 2

   რელიგიური  ჯგუფები  ინდოეთის  კონტროლირებად  ქაშმირის  ტერიტორიაზე

    რელიგია
    ბუდიზმი
   ინდუიზმი
     ისლამი
       სხვა
      ქაშმირი
    -
        4%
        95%
          -
       ჯამუ
         -
        66%
        30%
        4%


რელიგიური  ჯგუფები  პაკისტანის  კონტროლირებად  ქაშმირის  ტერიტორიაზე

  რელიგია
  ბუდიზმი
   ინდუიზმი
     ისლამი
        სხვა
ჩრდ. რეგიონები
         -
            -
       99%
            -
ჯამუ და ქაშმირი
         -
            - 
      99%
            -

No comments:

Post a Comment