ჩვენ შესახებ


საქართველოს ახალგაზრდთა დიპლომატთა კლუბი (YDCG) დაფუძნდა 2012 წელს იმ მიზნით, რომ ხელი შეუწყოს საქართველოს დიპლომატიური კულტურის განვითარებას, ახალგაზრდა დიპლომატთათვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა აქტივობების ორგანიზებით. კლუბი ეხმარება ახალგაზრდებს გააღრმავონ თავიანთი ცოდნა საერთაშორისო ურთიერთობებისა და მსოფლიო პოლიტიკის შესახებ.
ახალგაზრდული ინიციატივების, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზავია ქმნის პლათფორმას აზრების, შეხედულებებისა და გამოცდილებების ინტენსიური გაზიარებისთვის. ჩვენი საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების, დებატების, საჯარო დისკუსიებისა და კონფერენციების ორგანიზებას და მათში ახალგაზრდების ინტენსიური ჩართულობის უზრუნველყოფას.
ორგანიზაცია ითვალისწინებს რა, საქართველოს მრავალეთნიკურობას, თავისი საქმიანობით შეეცდება ხელი შეუწყოს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების ინტეგრაციის პროცესს და მათ აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ საქმიანობაში.
ვინაიდან ორგანიზაცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსა და ამ სფეროში წარმატებულ უცხოურ ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებას, თავისი საქმიანობის ფარგლებში მიზნად ისახავს ითანამშრომლოს და ერთობლივი პროექტები განახორციელოს მსგავსი პროფილის მქონე ორგანიზაციებთან მთელს მსოფლიოში.

No comments:

Post a Comment