მესამე ადგილი თსუ საერთასორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტურ-სამეცნიერო კონფერენციაში
ავტორი : თეონა სურმავა
შესავალი
თურქეთისა და ევროკავშირის დროში
გაწილილი საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე ვითარდება, კონტრასტს
უქმნის თურქეთის ძალიან აქტიურ როლს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, კავკასიასა და
ცენტრალურ აზიაში. უკანასკნელი წლების განმავლობაში თურქეთმა მეტად მტკიცე
კავშირები დაამყარა მეზობლებთან და მიზნად ისახავს რეგიონის მშვიდობისმყოფელი და
მედიატორი ქვეყნის სტატუსის წარმატებით მორგებას.
თურქეთის ლიდერებს
სჯერათ, რომ რეგიონში როლის ზრდა ევროკავშირისთვისაც უფრო ღირებული იქნება.
ზოგიერთი მკვლევარი შიშობს, რომ ანკარა ზურგს აქცევს დასავლეთს და აქტიურად
დაიწყებს ე.წ. ნეო-ოსმანიზმი „ neo-Ottoman” საგარეო პოლიტიკის გატარებას. მეორეს მხრივ თურქეთს აუცილებლად
სჭირდება დასავლეთისკენ კურსის შენარჩუნება, რათა უფრო პატივსაცემი და აღიარებული
რეგიონული მოთამაშე გახდეს. ამასთანავე არ უნდა
დაგვავიწყდეს შევაფასოთ თურქეთის გეოსტრატეგიული მნიშვნელობა, როგორც მახლობელ
აღმოსავლეთში ევროპული პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების გატარებისთვის მოხერხებული პლაცდარმი.
საქმე იმაში გახლავთ, რომ ცენტრალური აზიის, კავკასიისა და ახლო
აღმოსავლეთის ნახშირჟანგბადით
მდიდარი რესურსების დასავლეთისკენ ტრანსპორტირების პროცესი, თავისთავად წარმოშობს
„ახალი დიდი თამაშების“ სტრატეგიას, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა
მინისტრის აჰმედ დავუთოღლუს აზრით, თურქეთის სტარტეგიული მდებარეობა, არ იძლევა
რეგიონული პოლიტიკის ფორმირების საშუალებას „თურქეთის გარეშე“.
ჩემს
თემაში შევეცდები განვიიხლო თურქეთის ამჟამინდელი საგარო პოლიტიკური შტრიხები,
ძირითადი ტენდენციები და ის გამოწვევები რის წინაშეც თურქეთი დგას. ყოველივე ამი
მისაღწევად საკითხები შემდეგ ქვეთავებში მოიყრის თავს: დავუთოღლუს პოლიტიკა და
ნეო-ოსმანიზმი, თურქეთი-ევროკავშირის ურთიერთობები და გამოწვევები, თურქეთი როგორც
მსუბუქი ძალა.
დავუთოღლუს
პოლიტიკა და ნეო-ოსმანიზმი
თურქეთის ახლი
საგარეო პოლიტიკა, რომელიც ცივი ომის პერიოდში მეზობლებისგან იზოლირებული და
მხოლოდ დასავლეთზე ორიენტირებული იყო, მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. ქვეყანა
70 მილიონიანი მოსახლით, მზარდი ეკონომიკითა და უაღრესად მოხერხებული სტრატეგიული
მდებარებოთ-კავშირები ბალკანეთან, შავ ზღვასთან, კავკასიასთან და ახლო
აღმოსავლეთთან- უნდა იყოს დიდი რეგიონული მოთამაშე. თურქეთის წინა მთავრობების
მცდელობები- გაეზარდათ თურქეთის როლი, წარუმატებელი აღმოჩნდა. მულტივექტორული
საგარეო პოლიტიკის იდეა ტურგუთ ოზალის მთავრობას უკავშირდება 1980-90-იან წლებში. [1]
1990-იან წლებში კი ერბაკანის მთავრობას ჰქონდა მცდელობა განევითარებინა ისლამური
საგარეო პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთისა და აზიასა და აფრიკაში ისლამურ ქვეყნებთან
მჭიდრო თანამშრომლობის ფონზე.
თურქეთის ახალ,
დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას აუცილებელია განვიხილოთ ნეო-ოსმანიზმი,
როგორც თურქეთის შემდგომი განვითარების ალტერნატივა. აჰმედ დავუთოღლუ- 2001 წელს
ბაიკენტის უნივერსიტეტის პროფესორი, 2002 წლიდან ამჟამინდელი პრემიერ მინისტრის
რეცეპ ერდოღანის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში, ხოლო 2009 წლის 1 მაისიდან საგარეო
საქმეთა მინისტრი- 2001 წელს აქვეყნებს წიგნს „სტრატეგიული სიღრმეები“, სადაც ის
აცხადებს, რომ თურქეთს სჭირდება დაიწყოს მოქმედება გეოპოლიტიკური პოზიციებიდან და
ისტორიული მემკვიდრეობიდან გამომდინარე, რომელიც მოიცავს ოსმალეთის იმპერიას,
მაგრამ ამავდროულად დასავლეთთან ძლიერი ალიანსის შენარჩუნებას, რომელიც ცივი ომის
პერიოდში თვალსაჩინო იყო. დავუთოღლუ აცხადებს, რომ თურქეთისთვის სასიცოცლოდ
მნიშვნელოვანი დააბალანსოს დასავლური კავშირები ისლამურ სამყაროსთან, ცენტრალურ
აზიასა და რუსეთთან ურთიერთობასთან ერთად. [2] თურქეთისთვის
სტრატეგიული სიღრმე ნიშნავს, რომ იგი გახდეს ევრაზიული ინტეგრაციის ერთ-ერთი
ორგანიზატორი, რაშიც დავუთოღლუს თქმით, გამოხატულია ევრაზიულობის ახალი კონცეფციის
არსი. თურქთმა ასევე ყურადღება უნდა გაამახვილოს რეგიონალურ არასტაბულურ
გარემოზე, რომელიც საფრთხეს უქმნის როგორც მის ეკონომიკურ განვითარებას, ასევე
საფრთხის ქვეშ აყენებს მშვიდომის დამყარებასაც.
თურქეთი-ევროკავშირის ურთიერთობები და გამოწვევები
2013
წლის დასაწყისიდან, როდესაც ირლანდია ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება,
შეიძლება ითქვას, რომ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების ნახევარსაუკუნოვანი
მოგზაურობის გზაზე, ახალი პერიოდი დგება. ახლანდელ პირობებში, თურქეთს მიეცემა
საშუალება, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში შეჩერებული ცამეტი საკითხიდან
თუნდაც ერთ საკითხზე მაინც განაახლოს მოლაპარაკებათა პროცესი. კიპროსის
თავმჯდომარეობის პერიოდში პოლიტიკური მოლაპარაკებები პრაქტიკულად მთლიანად
შეწყვეტილი იყო და მხოლოდ 2012 წლის 13-14 დეკემბრის ბრიუსელის მინისტერიალზე,
ევროკავშირმა გამოიჩინა ინიციატივა თურქეთის გაწევრიანების პროცედურების
განახლების შესახებ. ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი-ქვეყნების საგარეო საქმეთა
მინისტრებმა მოიწონეს ევროკავშირის გაფართოების რეზოლუცია, სადაც თურქეთის გრაფაში
გამოჩნდა სიტყვა „შესვლა“, რომელიც საფრანგეთის ექს-პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის
ძალისხმევით არ იხმარებოდა
ბოლო 5 წლის მანძილზე. ევროკავშირი მიესალმება თურქეთის მიერ ახალი კონსტიტუციის
მომზადების ნაბიჯებს და ახალ კონსტიტუციაზე მუშაობის მსვლელობისას დიდ
მნიშვნელობას ანიჭებს დამოკრატიული განვითარების პროცესს. რეზოლუციაში დადებითად
არის შეფასებული თურქეთის ეკონომიკური განვითარების გზები და აღნიშნულია, რომ
ევროკავშირი მთლიანად მხარს უჭერს თურქეთის ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ.
ამასთანავე, ყურადღებით ეკიდება ანკარის აქტიურ რეგიონულ პოლიტიკას და სინანულს
გამოთქვამს თურქეთის მხრიდან კიპროსის რესპუბლიკის (კუნძულის სამხრეთი ბერძნული
ნაწილი) ბოიკოტირების
თაობაზე.
ქვეყნის
შიდაპოლიტიკური ვითარების ევროპულ სტანდარტებთან მისადაგებული მოთხოვნებიდან,
ადამიანის კონსტიტუციური უფლებების, სამართლებრივი, სოციალური,
საფინასო-საკრედიტო, ეთნიკურ უმცირესობათა პრობლემების და ახალი კონსტიტუციის
მიღების საკითხებში, ბოლო რეზოლუციის მიხედვით, ევროკავშირი მოლაპარაკებების
დაწყებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. მაგრამ თურქეთის ევროკავშირში მისაღებად,
რჩება ისეთი სერიოზულად მოუგვარებელი საკითხები, რომლების მიმართაც ევროპის
პრეტენზიები დღევანდლამდე არ იცვლება:
1. კიპროსის საკითხის მოგვარება და
სამხედრო კონტინგენტის გაყვანა;
2. სომხეთთან ურთიერთობების დამყარება
და გენოციდის აღიარების მოთხოვნა;
3. ეროვნულ უმცირესობათა უფლებების
დარეგულირებასთან ერთად, ქურთების
პრობლემის გადაწყვეტა მათთვის კულტურულ-სოციალური ავტონომიის მინიჭების გზით.
როგორც ზემოთ
ჩამოთვლილი საკითხებიდან ჩანს, ევროკავშირის ძირითადი მოთხოვნები რეგიონული
მასშტაბის საკითხებია. განვიხილოთ
თითოეული უფრო დაწვრილებით
კიპროსის
პრობლემა უფრო
გამწვავდა 2010 წლიდან, როდესაც კიპროსის რესპუბლიკამ კუნძულის აღმოსავლეთის
შელფზე ნახშირწყალბადით მდიდარი საბადოების კვლევა დაიწყო. თურქეთი ამტკიცებს, რომ
ამავე შელფზე საბადოების გეოლოგიური ძიების და რეწვის უფლება „ჩრდილოეთ კიპროსის
თურქეთის რესპუბლიკასაც“ აქვს და მწვავედ ნეგატიურად რეაგირებს კიპროსის
რესპუბლიკის ნებისმიერ მცდელობაზე, მოიწვიოს უცხოური კომპანიები კუნძულის შელფის
თავის ზონაში გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოთა შესასრულებლად. თურქეთმა გააფრთხილა იტალიური
კომპანია „ენი“, ნახშირწყალბადის საბადოების საძიებო სამუშაოებში კიპროსთან
თანამშრომლობის გამო და თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
თანერ ილდიზი დაემუქრა იტალიურ კომპანიას თურქეთთან ერთობლივ პროექტებზე
სანქციებით. თურქეთს არაერთხელ გამოუთქვამს კატეგორიული პროტესტი სამუშაოთა
ჩატარების წინააღმდეგ, კიპროსთან საბადოების საძიებო სამუშაოთა შესასრულებლად.
სომხეთთან
ურთიერთობების დამყარების ერთ-ერთ
ძირითად პირობას, თურქეთის მთავრობის მიერ ე.წ. „სომხების გენოციდის“ აღიარების
საკითხი წარმოადგენს. აღნიშნულმა
პრობლემამ 2011-2012 წლებში სერიოზულად დაძაბა სიტუაცია თურქეთსა და საფრანგეთს
შორის. როგორც ცნობილია, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების ყველაზე მეტად
წინააღმდეგი ქვეყნებია საფრანგეთი და გერმანია. საფრანგეთში ახალი პრეზიდენტის
ფრანსუა ოლანდის მოსვლით, არ შეცვლილა „სომხების გენოციდის“ უარყოფისთვის
საფრანგეთის მოქალაქეთათვის საჯარიმო სანქციების დაწესების კანონი. მაგრამ ახალი
რეზოლუციის მიღების შემდეგ, შეიძლება ითქვას საფრანგეთსა და თურქეთს შორის
ურთიერთობებში ყინულმა გალღობა დაიწყო და პარიზი მზადყოფნას გამოთქვამს ანკარასთან
კომპრომისული გადაწყვეტილებების ძიება დაიწყოს.
ქურთების
პრობლემის გადაწყვეტა დაკავშირებულია
თურქეთის გეოპოლიტიკურ ნიუანსებთან და მისი რეგიონული პოზიციების მოტივაციასთან.
ერაყის ქურთთა ავტონომიის ნავთობით მდიდარი რაიონი და სირიაში ქურთების
წარმატებული ბრძოლა სუვერენიტეტის მოთხოვნებით, თურქეთს აიძულებს დააჩქაროს
ევროკავშირთან თავისი ურთიერთობების გარკვევა, ვინაიდან საქმე ეხება
ენერგორესურსების მილსადენების დერეფნებს და ნახშირჟანგბადის მდიდარი საბადოების
შემდგომ ბედს.
თებერვლის დასაწყისში, პრაღაში ვიზიტის დროს, ერდოღანმა უკვე
გარკვევით განაცხადა: „ჩვენ ჯერ არ მიგვიღეს ევროკავშირში, მაგრამ ევროკავშირის
წევრ-ქვეყნებში უკვე ცხოვრობს 5 მილიონი თურქი. ოფიციალურად არ მიგვიღეს, მაგრამ
ჩვენი მოქალაქეების წყალობით, თურქეთი შედის ევროკავშირში. ნუ გავაჭიანურებთ,
რამეთუ თურქეთს კი არ ჭირდება ევროკავშირი, არამედ ევროკავშირს ჭირდება
თურქეთი“.თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების გადაწყვეტილება კვლავ ისეთი
გავლენიანი ქვეყნების ხელში იქნება, როგორებიცაა - გერმანია, საფრანგეთი და
ავსტრია. დიდი ბრიტანეთი თურქეთს უჭერს მხარს, მაგრამ საბოლოო სიტყვა, ალბათ
გერმანიას დარჩება. ამ თვალსაზრისით, ძალზე მნიშვნელოვანია 25 თებერვლიდან
დაგეგმილი ანგელა მერკელის ვიზიტი თურქეთში.
თურქეთის მთავრობა თავის მხრივ, ცდილობს გააძლიეროს ზეწოლა
ევროკავშირში მიღების მოლაპარაკებათა პროცესზე და ღიად აცხადებს თავისი ქვეყნის
აღმოსავლეთის მიმართულებით ორიენტაციის შეცვლის თაობაზე. თურქეთის პრემიერმა რეჯეფ
თაიფ ერდოღანმა სატელევიზიო ინტერვიუში “Kanal
24”-ზე განაცხადა, რომ მან სთხოვა რუსეთის პრეზიდენტს პუტინს, მიიღონ მათი ქვეყანა
„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში“. თანაც
დაამატა, რომ „ამის შემდეგ ჩვენ ვეტყვით ევროკავშირს ნახვამდის“. [3]ინტერვიუში
ერდოღანმა საყვედური გამოთქვა ევროკავშირის მიმართ, რომელსაც არ სურს თავის
რიგებში იხილოს მუსლიმური ქვეყანა, რასაც ღიად ანკარას ვერ უცხადებს. შემდეგ
ერდოღანმა განაცხადა, რასაც თურქული მას-მედია „გეოსტრატეგიულ ბომბს“ უწოდებს,
კერძოდ „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია ევროპაზე უკეთესი და ძლიერია, ამიტომ
ანკარა მოუწოდებს ამ ორგანიზაციას მიიღოს თავის რიგებში“. აქვე უნდა ითქვას, რომ
უკანასკნელ წლებში რადიკალურად შეიცვალა თურქეთის მოსახლეობის დამოკიდებულება
ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით: თუ 2005 წელს თურქების 70% მხარს უჭერდა
ევროკავშირში შესვლას, 2012 წლის მონაცემებით 32%-მდე შემცირდა.
ერდოღანის ხმამაღალმა განცხადებებმა, შანხაის
თანამშრომლობის ორგანიზაციაში გაწევრიანების სურვილის შესახებ, გამოხმაურება ჰპოვა
როგორც დასავლეთის ქვეყნებში, ასევე თვით თურქეთშიც. აშშ-ს მთავრობამ თურქეთის ამ
განცხადებებს საინტერესო უწოდა და დაამატა, რომ თურქეთი ნატო-ს წევრი ქვეყანაა და
მასთან მოვალეობები აკავშირებს. საფრანგეთმა კი, მალევე ნიშანი მისცა თურქეთს, რომ
მზადაა გადახედოს თავის მკაცრ პოზიციას, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებასთან
დაკავშირებით. 2012 წლის ივლისიდან თურქეთი „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“
„დიალოგის პარტნიორის“ სტატუსით არის მიღებული. ასეთივე სტატუსი აქვთ მიღებული
ბელარუსსა და შრი-ლანკას. ზემოხსენებულ საერთაშორისო ორგანიზაციის წევრები არიან:
რუსეთი, ჩინეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი და ტაჯიკეთი. გაწევრიანება სურთ
ირანს, ინდოეთს და პაკისტანს. თურქეთი უკვე სერიოზულად განიხილავს თავის აქტიურ
ჩართვას ევრაზიულ სივრცეში და „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია“-ში
დამკვირვებლის სტატუსის მიღებით, ბევრად უფრო გააქტიურდება. ასევე იზიდავს მას
აღნიშნული ორგანიზაციის „თურქულენოვანი“ წევრების სიმრავლე, რაც საშუალებას
იძლევა, თავისი ისტორიულ - ნათესაური კავშირებით ხელსაყრელი გარემო შეიქმნას
შემდგომი ინტენსიური მოქმედებისთვის.
თურქეთი
როგორც მსუბუქი ძალა
უკანასკნელ წლებში
ევროკავშირის ეკონომიკური
კრიზისით გამოწვეული სირთულეების ფონზე, თურქეთის ეკონომიკა ინტენსიურად
ვითარდებოდა. თურქეთის ეკონომიკურმა
აღმავლობამ და მისმა გაძლიერებამ, როგორც რეგიონულმა სახელმწიფომ, ქვეყანაში
საკუთარი ძალის შეგრძნება გააჩინა. მნიშვნელოვანია განვიხილოთ თურქეთი, როგორც
მსუბუქი ძალა, რომელიც გულისხმობს მძლავრი ეკონომიკური და ენერგო კავშირების
განვითარებას და ამ სექტორში რეგიონის ლიდერობის გამტკიცებას. თურქეთი შესამჩნევ
ეკონომიკურ პროგრესს აღწევს, რომელსაც აქვს პოტენციალი ევროკავშირში გერმანიის
შემდგომ გახდეს მეორე უმსხვილესი ქვეყანა. [4] უკანასკნელ
წლებში შეიმჩნევა აშკარა ზრდა თურქეთის მეზობელ ქვეყნებთან ვაჭრობისა, ვიდრე
ევროკავშირთად. ამის შედეგად ევროკავშირის წილი თურქეთის საერთო ექსპორტში 50%-
მდე დაეცა, მაშინ როდესაც იგივე მაჩვენებელი ახლო აღმოსავლეთში გაორმაგდა. თურქული
მრეწველობის კომპანიები, ენერგო კომპანიები და სამშენებლო ჯგუფები აფართოებენ
არეალს აღმოსავლეთის მიმართულებით, არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში, არამედ რუსეთში,
ცენტრალურ აზიასა და შავი ზღვის ირგვლივ. თურქეთი საკუთარ თავს აღიქვამს როგორც
ეკონომიკურ და სატრანსპორტო ცენტრს, რომელიც სხვადასხვა რეგიონის გასაყარზე
მდებარეობს. თურქეთის კიდევ ერთი მისწრაფებაა გახდეს ენერგო ცენტრიც, რომელიც
დააკავშირებს კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რესურსებით მდიდარ ქვეყნებს
ენერგოპოტენციალით შედარებით ღარიბ დასავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ბაზართან.
ამ კუთხით თურქეთი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვულებს ნაბუქოსა და სამხრეთის
დინების პროექტებს, რომელიც ევროკავშირისთვის უფრო სასურველს გახდის თურქეთს, რათა
მოხდეს ენერგიის დივერსიფიცირება. იმისათვის, რომ თურქეთი გახდეს დიდი
ენერგომნიშვნელობის ქვეყანა, მას სჭირდება კარგი ურთიერთობა როგორც ნავთობისა და
გაზის მომწოდებელ ქვეყნებთან, ასევე მის მომხმარებლებთან. მრავალი მნიშვნელოვანი ენერგეტიკული მილსადენები თურქეთის გავლით ევროპისკენ მიემართებიან. თურქეთი წარმოადგენს ტრანზიტულ ქვეყანას, რომელსაც შეუძლია რუსეთის, კასპიის ზღვისა და სპარსეთის ყურის ნავთობი და ბუნებრივი გაზი მიაწოდოს ევროპას, რაც ზრდის მის სტრატეგიულ მნიშვნელობას ევროკავშირის თვალში.[5]
მრეწველობის
მძიმე თუ მსუბუქი ტექნიკის, საკვები პროდუქტისა და სამშენებლო მასალების
გაყიდვასთან ერთად, თურქეთი პარალელურად ეწევა მისი კულტურის, იდეებისა და
ღირებულებების ექსპორტს მეხობელ ქვეყნებთან. ამ მხრივ განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია თურქული საპნის ოპერები, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით
სარგებლობს ახლო აღმოსავლეთში, მაგ: საპნის ოპერა „Noor” განსაკუთრებით ყურებადი
გადაცემაა და მას დაახლოებით 85 მილიონი მაყურებელი ჰყავს არაბული სამყაროდან [6].
ყოველივე ეს კარგად მეტყველებს თურქეთის როგორც ეკონომიკური, ასევე კულტურული
ღირებულებების ფესვების ღრმად გადგმის ტენდენციაზე.
დასკვნა
მსჯელობა იმაზე, თუ საგარეო კურსის რომელი
მიმართულებაა უფრო სწორი თურქეთისთვის, რთულია, რადგანაც გასათვალისწინებელია
უამრავი ფაქტორი, რომელიც ერთმანეთს გადაკვეთს და კომპლექსური ურთიერთობების სახეს
იღებს. თურქეთის შემთხვევაში ისეთი გამოწვევები დგას საგარეო პოლიტიკაში,
როგორიცაა ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი, დასავლეთთან სტაბილური ურთიერთობის
შენარჩუნება და რეგიონში ლიდერის პოზიციის დამყარება. ამ გამოწვევებიდან უკანასკნელი
კი საგარეო საქმეთა მინისტრის აჰმედ
დავუთოღლუს დოქტრინას ეფუძნება და მიზნად ისახავს თურქეთმა შეასრულოს მისია,
რომელიც მისი ისტორიული წარსულითა და გეოპოლიტიკური მდებარეობით უნდა იყოს
შთაგონებული. დავუთოღლუ „სტრატეგიულ სიღრმეში“ აღნიშნავს, რომ თურქეთს ისტორიულ
სცენაზე გაიყვანს. თურქეთისთვის სტრატეგიული სიღრმე კი ნიშნავს, რომ იგი გახდეს
ევრაზიული ინტეგრაციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, რაშიც დავუთოღლუს თქმით,
გამოხატულია ევრაზიულობის ახალი კონცეფციის არსი. ეს მეტად ამბიციური გეგმაა,
თუმცა მიმაჩნია, რომ ის სწორი და პოლიტიკაზე“ ნულოვანი-პრობლემები“ აქცენტის
გაკეთებით, მიღწევადია. მიმაჩნია, რომ თურქეთს აუცილებლად სჭირდება დასავლეთისკენ
კურსის შენარჩუნება, რათა უფრო პატივსაცემი და აღიარებული რეგიონული მოთამაშე
გახდეს.
გამოყენებული
ლიტერატურა
Understanding turkey’s Foreign Policy Through
Strategic Depth, Joshua W.Walker,
The Davutoglu
Doctrine and Turkish Foreign Policy, Hellenic Doundation for European &
Foreign Policy, Working paper N 8/2010
Can Turkey Combine
EU Accession and Regional Leadership?, Katinka Barysch, Centre for European
Reform
Economic Overview
of Turkey , Dr Boby
Nathanson, Gilad Brand,Israels
European Policy Network April 2011
Europe’s External
Energy Policy and Turkey’s Accession Process, Ali Tekin, Paul A.Williams,
Center of European Studies Working Paper Series#170(2009)
Energy corridors
European Union and Neighboring countries, European Commission
European Union
Enlargement: A status Report on Turkey ’s
Accession Negotiations, Vincent Morelli, September9,2011
Turkey 2012
Progress Report, Commission Staff Working Document, Enlargement Strategy and Main Challenges 2012-2013
Abdulah
Akyuz, Soli Ozel, and Subnaz Yilmaz, “Rebuilding a partnership:
Turkish-American relations for a new era-A Turkish perspective” report for
TUSIAD, April 2009
The possibilities
and limits of Turkey ’s Soft
Power in the Middle East” Meliba Benli Altunisik, Insight Turkey , April
2008
Economic Overview
of Turkey ,
Dr Boby Nathanson Gilad Brand, Israeli European Policy Network, April 2011
ონლაინ
წყაროები:
Turkey Rediscovers the Middle East ,
Foreign Affairs, juli/August,2007 http://www.foreignaffairs.com/articles/62649/f-stephen-larrabee/turkey-rediscovers-the-middle-east
[1]
Abdulah
Akyuz, Soli Ozel, and Subnaz Yilmaz, “Rebuilding a partnership:
Turkish-American relations for a new era-A Turkish perspective” report for
TUSIAD, April 2009
[2]
Joshua Walker, ”Learning Strategic depth:
Implications of Turkey’s new foreign policy doctrine”,Insights Turkey, July
2007
[3]
Turkey : Abandoning the
EU for the SCO?, The Diplomat Blog, 17.02.2013 http://thediplomat.com/2013/02/17/turkey-abandoning-the-eu-for-the-sco/
[4] Economic Overview
of Turkey ,
Dr Boby Nathanson Gilad Brand, Israeli European Policy Network, April 2011
[5]
Can Turkey Combine EU Accession and
Regional Leadership? By Katinka Barsysh, Centre for European Reform,
[6]
Can Turkey Combine
EU Accession and Regional Leadership? By Katinka Barsysh, Centre for European
Reform, pp1-11
No comments:
Post a Comment