პირველი ადგილი თსუ საერთასორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტურ-სამეცნიერო კონფერენციაში
ავტორები: თინათინ ვახანია, ელენე ფანჩულიძე
შესავალი
ბოლო 20-წლეულის
განმავლობაში ევროპის მოდერნიზებული სახელმწიფოები აქტიურად უჭერდნენ მხარს, როგორც
რეგიონალურ, აგრეთვე საერთაშორისო განვითარებას, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს შედარებით ღარიბი
რეგიონების დახმარების საკითხში.
უკვე განვითარებული
სახელმწიფოების მიზანია, დაეხმარონ მესამე სამყაროს ქვეყნებს გახდნენ
კონკურენტუნარიანები მსოფლიო ბაზარზე და დაეწიონ განვითარებულ რეგიონებს. ამ
საკითხში ევროპული სახელმწიფოების წარმატებამ საერთაშორისო საზოგადოების დიდი
ყურადღება დაიმსახურა. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ეკონომიკური
თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, სხვა საერთაშორისო აქტორებთან ერთად
დადებითად აფსებენ ქმედებებს, რომელთა ძირითადი მიზანია ხელი შეეწყოს ინფორმაციისა
და გამოცდილების გაცვლას, ევროპის მოდერნიზეუბულ და მსოფლიოს შედარებით ნაკლებად განვითარებულ
რეგიონებს შორის.
გლობალური მასშტაბით,
დღეს ევროკავშირი წარმოადგენს მნიშვნელოვანი კაპიტალისა და ეკონომიკური სიძლიერის
ცენტრს. თუ დავაკვირდებით საერთაშორისო სისტემაში განვითარების სქემა საკმაოდ
არათანაბარია. განსხვავებებია, როგორც ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, აგრეთვე პოლიტიკურ
სფეროებში. სწორედ ამიტომ, ძირითადი იმპულსი მომდინარეობს ევროპის გარედან, მესამე
სამყაროს ქვეყნები თავად გამოხატავენ უდიდესს ინტერესს, ევროპის უკვე
მოდერნიზებული სახელმწიფოების მიმართ.
ევროპული სახელმწიფოების
ერთობლივი პროექტები ითვალისწინებს თანამედროვე ინფრასტრუქტურასა და ინოვაციურ
საქმიანობაში ინვესტიციების ჩადებას, უკეთესი განათლების მიღებას, რაც აფართოებს,
როგორც ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალს, ისე მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ეფექტური და ქმედითი
ინსტიტუტების დანერგვის პროცესში, რაც საბოლოოდ აღრმავებს თანამშრომლობას
სახელმწიფოებს, ბიზნეს ორგანიზაციებსა და სოციალურ ჯგუფებს შორის.
ევროპის საერთაშორისო
განვითარების პოლიტიკის მიზანია მოხსნას მესამე
სამყაროს ქვეყნებში არსებული პრობლემები და გააჩინოს ახალი შესაძლებლობები.
საერთაშორისო განვითარების ევროპული პოლიტიკა წლების განმავლობაში შემოწმებასა და
ანალიზს გადის და მუდმივი განახლების პროცესშია, რათა საბოლოოდ შემუშვებლ იქნას პოლიტიკა, რომელიც მიმართული იქნება როგორც
ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებზე, ისე პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნების მიღწევაზე.
აღნიშნული პოლიტიკის
წარმატება დაფუძნებულია ევროპული სახელმწიფოების მასშტაბით პარტნიორულ
ურთიერთობებზე, დაგეგმარებასა და რაციონალურ მართვაზე. უკვე ჩამოყალიბებული პრინციპები
და განვითარების პროგრამები იძლევა დეცენტრალიზებული მართვის შესაძლებლობას. თითოეული
ახალი პროექტი წარმოადგენს ახალ გამოცდილებას, რომელიც წარმოშობს დიალოგის
საფუძველს ევროპულ სახელმწიფოებსა და იმ ქვეყნებს, შორის, რომლებიც განვითარების შედარებით
დაბალ დონეზე იმყოფებიან.
ევროპა თანამშრომლობით
ახდენს იმ ლიბერალური პრინციპების დანერგვას მესამე სამყაროს ქვეყნებში, რომლებიც
სწორედ ევროპული სახელმწიფოების ჩამოყალიბებას დაედო საფუძვლად. დასავლური
სახელმწიფოების მისწრაფებებს კი მოდერნიზაციის და დამოკიდებულების თეორეტიკოსები
სხვადასხვა კუთხით უდგებიან.
მოდერნიზაციის თეორია
1950-1960 წლების
განმავლობაში, როცა კოლონიალიზმის რღვევის შედეგად წარმოიშვნენ ახალი დამოუკიდებელი
ქვეყნები აზია-აფრიკასა და შუა აღმოსავლეთში, დასავლელმა მეცნიერებმა დაიწყეს
მესამე სამყაროს პოლიტიკისა და ეკონომიკის ინტენსიური შესწავლა. ეს ინტერესი მოგვიანებით
ჩამოყალიბდა, როგორც კომპლექსური კონცეპტუალური მოდელი
განუვითარებლობისა და
განვითარებისა, რასაც მოდერნიზაციის თეორია ეწოდა. მისი მომხრეები არიან გაბრიელ
ალმონდი, ჯეიმს კოლემანი, სამუელ ჰანტინგტონი, ლუჩიან პაი და დევიდ აფტერი
სხვებთან ერთად.
მოდერნიზაციის თეორია
საკმაოდ ოპტიმისტურადაა განწყობილი განვითარების პერსპექტივებთან მიმართებით. თეორია
ამტკიცებს, რომ განვითარებადი ქვეყნების უმრავლესობას შეუძლია და უნდა მიჰყვეს იმ
გზას, რომელიც გაიარეს წამყვანმა მოდერნიზებულმა სახელმწიფოებმა. ამისათვის განვითარებადმა
ერებმა უნდა გაიზიარონ თანამედროვე კულტურული ღირებულებები და შექმნან პოლიტიკური
და ეკონომიკური ინსტიტუტები. რაც შეეხება ტრადიციული კულტურის ტრანსფორმაციას იგი
აღიქმება, როგორც გადამწყვეტი საფეხური მოდერნიზაციისაკენ მიმავალ გზაზე.
მაგრამ არსებობს კითხვა,
როგორ შეძლებს ტრადიციული საზოგადოება გარდაიქმნას მოდერნიზებულად? როგორ შეიცვლება
მათი ღირებულებები? ამ კუთხით მოდერნიზაციის თეორეტიკოსები გამოყოფენ განათლების,
ურბანიზაციის და მას მედიის როლს. მართლაც
თუ დავაკვირდებით რაც უფრო მეტი მოსახლეობა ინაცვლებს ქალაქებში, რაც უფრო მეტი
ბავშვი დადის სკოლაში, რაც უფრო აქტიურად იღებენ მოქალაქეები ინფორმაციას მას-
მედიისგან, მით უფრო სწრაფია მოდერნიზაციის პროცესი.
მოდერნიზაციის
თეორიის კრიტიკოსები, მოდერნიზაციას განიხილავენ როგორც პროცესს, აიძულონ განვითარებადი
ქვეყნები „იმოქმედონ და იფიქრონ ჩვენს მსგავსად“. „რაც დრო გადის“ ამბობს მერიონ
ლევი,“ ჩვენ და ისინი უფრო ვემსგავსებით ერთმანეთს. რაც უფრო მოდერნიზებულნი ხდებიან
საზოგადოებები, ისინი მით უფრო ჰგვანან ერთმანეთს“.
მოდერნიზებულ
საზოგადოებას ესაჭიროება განათლებული, პროფესიონალი ბიუროკრატები, რომლებიც იღებენ
გადაწყვეტილებებს სახელმწიფოს ევროვნული ინტერესების საფუძველზე, ასევე პოლიტიკური
პარტიები, რომლებიც ფლობენ გავლენას მმართველ ელიტებზე და მონაწილეობას იღებენ
ქვეყნის საჯარო პოლიტიკის შემუშავებაში.
ზოგიერთი მეცნიერი
შესაძლებლად მიიჩნევს, რომ თუ ეს კულტურული და ინსტიტუციონალური ცვლილებები მოხდება,
მაშინ ტრადიციული საზოგადოება მართლაც განიცდის მოდერნიზაციას და გახდება
ფუნდამენტი დემოკრატიული, სტაბილური პოლიტიკური სისტემისა.
ევროკავშირსა და
აფრიკის ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობა ღრმავდება დროთა განმავლობაში, რასაც
პოლიტიკის მეცნიერი აბდურაჰიმ სირადაგი ხსნის რამდენიმე მოტივით. პირველი, რაც
ყველაზე მთავარია, ეს არის ეკონომიკური ინტერესები. მეორე, საერთაშორისო
მოთამაშეები როგორებიცაა ჩინეთი და აშშ ზრდიან თავიანთ გავლენას აფრიკაში, სწორედ
ამიტომ ევროკავშირი საკუთარი ინტერესების გატარებით და გავლენის გაზრდით უწევს მათ
წინააღმდეგობას. ასევე, ხდება მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური კონტაქტების
დამყარება, თანამშრომლობის ისეთ საკითხებში, როგორებიცაა მშვიდობა, უსაფრთხება,
საერთაშორისო ტერორიზმი, მიგრაცია.[1]
იმისათვის, რომ უფრო
თვალსაჩინო გახდეს ევროკავშირსა და აფრიკის ქვეყნებს შორის გაღრმავებული
ურთიერთობა მოვიყვანთ ორი აფრიკული ქვეყნის მაგალითს, სადაც განხორციელდა
სხვადასხვა სახის პროგრამა.
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
კონგოს დემოკრატიული
რესპუბლიკის მთავრობის თხოვნის საფუძველზე, ევროკავშირმა გადაწყვეტილება მიიღო
ჩამოეყალიბებინა საკონსულტაციო და დახმარების მისია კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის
მოსახლეობისათვის. უსაფრთხოების მისია ამოქმედდა 2005 წლის 8 ივნისს და მანდატის მიხედვით გაგრძელდება 2013 წლის 30
სექტებმრამდე.
“EUSEC”-ის
მისია ითვალისწინებს სხვადასხვა სახის რეფორმების გატარებას კონგოს დემოკრატიულ
რესპუბლიკაში, რომლის მიზანია დაეხმაროს კონგოს ხელისუფლებას თავდაცვის აპარატის
შექმნაში, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს მოსახლეობის მშვიდობასა და
უსაფრთხოებას, დაიცავს ქვეყანაში ადამინის უფლებებს, კანონის უზენაესობას და
უზრუნველყოფს წესრიგს. მისიის განხორციელების პროცესში მნიშვნელოვან ფაქტორს
წარმოადგენს, მთავრობის წევრების ქმედებების გამჭვირვალობა და ღიაობა.
2012
წლის ოქტომბრამდე მისიას ხელმძღვანელობდა ჟან ლუის ნიუმრებგი, რომელიც გენერალ
ანტონიო მარტინს და ჟან-პოლ მიშელთან ერთად, „EUSEC”- ის მისიის ფარგლებში კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას
დაეხმარა თავდაცვის სამართლის შექმნაში, რაც გულისხმობდა არა მხოლოდ კონკრეტული
ქმედებების განხორციელებას, არამედ
გამოცდილების გაზიარებას აღნიშნულ სფეროში.
ევროკომისიის
მიერ დაფინანსებული მისიის დახმარებით, რომელიც მოიცავდა მჭიდრო
თანამშრომლობას მისიის წევრებსა და კონგოს
დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებს შორის, შექმნა თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული
განვითარების ორგანო, რომლის ფარგლებშიც მოხდა მართვის მენეჯმენტისა და ადამიანური
რესურსების რეორგანიზება. სამინისტროს წევრების, სამხედრო პირების გადამზადება და
მათი კომპეტენციის დონის ამაღლება.
შედეგად
რეგიონში შესაძლებელი გახდა შემცირებულიყო ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები
და ამაღლებულიყო თავდაცვის სტრუქტურის
როლი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში.[2]
სუდანი
თავისი
უნიკალური ადგილმდებარეობით სუდანი, ყოველთვის წარმოადგენდა სავაჭრო და კულტურულ
ხიდს აფრიკასა და არაბულ სამყაროს შორის. სუდანში არსებული განსაკუთრებული
მინერალები და ბუნებრივი რესურსები გახდა 50 წლიანი ომის მიზეზი სამხრეთ და
ჩრდილოეთ სუდანს შორის, რომელიც 1955 წელს დაიწყო.
სუდანში
მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენდა არა მხოლოდ ადგილობრივი
ხელისუფლების მიზანს, არამედ აღნიშნულ საკითხში ჩართული იყო მთლიანად საერთაშორისო
საზოგადოება. სწორედ მრავალრაუნდიანი მოლაპარაკებების საფუძველზე, 2005 წელს
სუდანის მთავრობამ შეძლო დაემთავრებინა სამოქალაქო ომი.
მას შემდეგ რაც 1997 წელს აშშ-მ დააწესა ემბარგო, ევროპა განაგრძობდა სუდანის მხარდაჭერას და სწორედ
ამ პერიოდში სუდანის მთავრობამ შეძლო მიეღწია ეკონომიკური განვითარების ძალიან
მაღალი დონისათვის.[3]
დიდმა
ბრიტანეთმა არაერთხელ გამოაცხადა, რომ მას არ გააჩნდაა არავითარი ეკონომიკური
სანქციები სუდანის მიმართ. ბრიტანეთის მთავრობა მხარდაჭერას უცხადებდა სუდანის
მთავრობას და ახდენდა ინვესტირებას ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში. მიუხედავად
დიდი სირთულეებისა, სუდანმა მოახერხა ჩამოეყალიბებინა მდგრადი ეკონომიკური
სისტემა, მოეხდინა ეკონომიკური სააგენტოების მობილიზება და რეორგანიზება, რაც
საბოლოოდ დაეხმარა მჭიდრო სავაჭრო ურთიერთოების ჩამოყალიბებაში სხვა ევროპულ
სახელმწიფოებთან და გამხდარიყო მსოფლიო
ბაზრის სრულუფლებიანი წევრი.
როგორც
ვხედავთ ევროკავშირის, გაეროს და სხვა
საერთაშორისო აქტორების ძალისხმევით ხდება მესამე სამყაროს ქვეყნებში საჭირო
რეფორმების გატარება, რეგიონის განვითარება და მისი დაწევა მსოფლიოს მოდერნიზებულ
სახელმწიფოებთან.
რაც
შეეხება მოდერნიზაციის თეორიის კრიტიკოსებს, რომლებიც დამოკიდებულების
თეორიის მიმდევრების სახელით არინ ცნობილნი ამტკიცებენ, რომ მოდერნიზაციის თეორია
არის კულტურულად ტენდენციური, რადგან იგი აშკარა უპირატესობას ანიჭებს დასავლურ
ღირებულებს. აღნიშნული თეორია მთლიანად მიიჩნევს, რომ დასავლეთის ინდუსტრიული
სამყარო არის თანამედროვე ღირებულებებისა და რწმენების წყარო და რადიკალურად
განსხვავდება მსოფლიოს შედარებით განუვითარებელი რეგიონებისგან.
დამოკიდებულების თეორია
1960-70-იან წლებში
ლათინურ ამერიკასა და აშშ-ში მეცნიერებს შორის გაიზარდა უკმაყოფილება
მოდერნიზაციის თეორიის მიმართ. თავდაპირველად, დამოკიდებულების თეორეტიკოსებმა
უარყვეს მტკიცება, რომ მესამე სამყაროს ქვეყნებს შეუძლიათ გაიარონ განვითარების
იგივე გზა, რაც უკვე განვლეს დასავლეთის განვითარებულმა ქვეყნებმა, რადგანაც პირვანდელი
ინდუსტრიალიზაციის დროს შექმნილი გარემო შეიცვალა.
მოდერნიზაციის
თეორიის თვალთახედვით, დასავლეთის გავლენა მესამე სამყაროზე უნდა განვიხილოთ
მოთხოვნად, რომლის მეშვეობით თანამედროვე ღირებულებები, ტექნოლოგია და თანამედროვე
ინსტიტუტები ვრცელდება. ამისგან განსხვავებით, დამოკიდებულების თეორია ამტკიცებს,
რომ დასავლური კოლონიალიზმი და ეკონომიკური იმპერიალიზმი არის წინასწარ შემზადება
აფრიკის, ლათინური ამერიკისა და აზიის ქვეყნებისა, რათა გახდნენ განვითარებული
სამყაროსთვის იაფი საკვებისა და მინერალური მასალების მიმწოდებლები.
ზემოთ ნათქვამი არ
უნდა გავიგოთ ისე, რომ განვითარებული ქვეყნები აკონტროლებენ მესამე სამყაროს
ქვეყნების ეკონომიკისა და პოლიტიკის ყველა სფეროს, თუმცაღა: დამოკიდებულება ერთგვარად
წარმოადგენს ისტორიულ ვითარებას, რომელსაც ქმნის მსოფლიო ეკონომიკის სტრუქტურა,
სადაც ზოგიერთი ქვეყნის სასარგებლოდ ზარალდებიან
დაქვემდებარებული სახელმწიფოები და იზღუდება მათი განვითარების შესაძლობლები.
დამოკიდებულების
თეორეტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეკონომიკურმა დამოკიდებულებამ წარმოშვა
დამოკიდებულება სხვა სფეროებშიც, მაგალითად გაჩნდა ტერმინები: პოლიტიკური, სოციალური და კულტურული დამოკიდებულება.
დასკვნა
ნაშრომში განხილული
იქნა მოცემული ჰიპოთეზის დამამტკიცებელი მაგალითები, რომელსაც საფუძვლად დავუდეთ მოდერნიზაციის თეორია. ამ თეორიის მიხედვით კი დასავლური კულტურის
გადანერგვა მესამე სამყაროს ქვეყნებში შესაძლებელია პოლიტიკური, კულტურული და
სოციალური ინსტიტუტების ჩამოყალიბებით. მიუხედავად იმისა, რომ დამოკიდებულების
თეორიის მიმდევრები მკაცრად აკრიტიკებენ მოდერნიზაციის თეორიას და მას
განიხილავენ, როგორც ეთნოცენტრიზმის გამოვლინებად დასავლური კულტურის დომინანტობით,
აშკარაა, რომ დემოკრატიული ღირებულებების გაზიარება ევროპული ქვეყნების გამოცდილების
გაზიარებით სავსებით შესაძლებელია. არათუ შესაძლებელი, არამედ, დაახლოების
მცდელობები საკმაოდ წარმატებულადაც დასრულდა.
აფრიკის რეგიონისა და
ევროკავშირის ურთერთთანამშრომლობის დემონსტრირებით კი მოვახდინეთ თემის
დავიწროვება, რათა უფრო კარგად გვეჩვენებინა თუ რას გულისხმობს ლიბერალური
ღირებულებებისა და დემოკრატიული ფასეულობების გაზიარება. იმ მრავალი მაგალითიდან,
რომელიც ისტორულად არსებობს, ჩვენ განვიხილეთ კონგოსა და სუდანის ქვეყნების
მაგალითები. რამაც მკაფიოდ დაგვანახა, რომ ევროკავშირის მიერ ამ ქვეყებში
განხორციელებული პროგრამები საკმაოდ წარმატებით ხორციელდება.
აფრიკა კი მესამე
სამყაროს ქვეყნებში წარმოადგენს, განვითარების ყველაზე დაბალ დონეზე მდგომ
რეგიონს, სწორედ ამიტომ აღნიშნული მაგალითები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ
ევროპული სახელმწიფოების გამოცდილების გაზიარება დაეხმარა მესამე სამყაროს
ქვეყნებს, ქვეყნის შიგნით გაეტარებინათ ეფექტური რეფორმები, ინსტიტუციონალური
ცვლილებები, რომლებმაც საბოლოოდ ხელი შეუწყვეს არა მხოლოდ თანამშრომლობის
გაღრმავებას ევროპულ სახელმწიფოებთან, არამედ ქვეყნის განვითარების ინდექსის
გაუმჯობესებას.
საბოლოოდ, თამამად
შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანამდეროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მართლაც
შესაძლებელია განვითარების შედარებით დაბალ საფეხურზე მდგომი რეგიონის
მოდერნიზებულ სახელმწიფოებთან დაწევა, თუ შერჩეული იქნება სწორი პოლიტიკა, რომელიც
ეფექტურად იმიოქმედებს და ამავდროულად შესაძლებელს გახდის აღნიშნული რეგიონისათვის
ისტორიულ-კულტურულად დამახასიათებელი ტრადიციების შენარჩუნებას.
გამოყენებული
ლიტერატურის ბიბლიოგრაფიული ნუსხა:
[1] Leiden University, “The EU and Africa: a helping
hand or self-interest”, Leiden University http://news.leiden.edu/news-2012/the-eu-and-africa.html
[2] HOWARD HANDELMAN. The
Challenge of Third World Development. 5th
edition: Prentice Hall.
[3] EUROPEANCEO,
“Toward a new Sudan ”,
EUROPEANCEO http://www.europeanceo.com/finance/2013/01/toward-a-new-sudan/
[4] European Union External Action “EUSEC RD CONGO ”, European Union External
Action http://consilium.europa.eu/eeas/security-defence/eu-operations/eusec-rd-congo?lang=en
[5] Michel Chossudovsky. “Third World Traveler”, Global
Research (2003) http://www.thirdworldtraveler.com/Chossudovsky_Michel/Global_Poverty_GPNWO.html
[6] ევროკავშირის რეგიონალური პოლიტიკა „ევროკავშირის რეგიონალური
პოლიტიკა წარმოადგენს ევროკავშირის მიღმა არსებული ქვეყნების შთაგონების
წყაროს?“, European Union (2009) http://ec.europa.eu/regional_policy/international/pdf/external_ka.pdf
[7] SUNA. “Evidence of Europe’s
Positive Attitude on Sudan ”.
SUDAN
DISION. Issue # 2877. An Independent Daily (2013) http://news.sudanvisiondaily.com/details.html?rsnpid=219245
[1] Leiden University ,
“The EU and Africa: a helping hand or self-interest”, Leiden University
(http://news.leiden.edu/news-2012/the-eu-and-africa.html ნანახია
21.02.2013)
[2] European
Union External Action “EUSEC RD
CONGO ”,
European Union External Action (http://consilium.europa.eu/eeas/security-defence/eu-operations/eusec-rd-congo?lang=en ნანახია: 21.02.2013)
[3] EUROPEANCEO,
“Toward a new Sudan ”,
EUROPEANCEO (http://www.europeanceo.com/finance/2013/01/toward-a-new-sudan/ ნანახია: 22.02.2013)
No comments:
Post a Comment