Saturday, 2 March 2013

სუეცის კრიზისი: კონფლიქტი და შედეგები


მეორე ადგილი თსუ საერთასორისო ურთიერთობების მიმართულების      სტუდენტურ-სამეცნიერო კონფერენციაში

ავტორი: გიორგი ხატიაშვილი

შესავალი
            სუეცის კრიზისი წარმოადგენს ცივი ომის პერიოდში განვითარებულ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას, რომლის შედეგებმაც გავლენა მოახდინა ევროპის, ამერიკისა და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოების პოლიტიკაზე. ამ კონფლიქტმა, ცივი ომის პერიოდში, ამერიკის ერთისმხრივ და ბირტანეთ-საფრანგეთის მეორესმხრივ, ურთიერთობა ეჭვ ქვეშ დააყენა[1]. გაეროს უშიშროების საბჭოს ისტორიაში პირველად და უკანასკნელად „ამერიკის მიერ შეტანილ რეზოლუციას ვეტო დაადეს საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა“[2]. ასევე ამ მოვლენამ დაასამარა  ინგლისისა და საფრანგეთის ამბიციები ეწარმოებინათ მე-19 საუკუნის დროინდელი იმპერიული პოლიტიკა აზიის და აფრიკის ქვეყნების მიმართ.[3]

კონფლიქტის წინაპირობები
          ეგვიპტესა და ინგლისს შორის განხეთქილების მთავარი მიზეზი გახლდათ განსხვავებული ხედვები თუ რა როლი უნდა ეთამაშა ახლო აღმოსავლეთს მსოფლიო პოლიტიკაში. ნასერის მზარდი ძალაუფლება  აღიქმებოდა საფრთხედ ბრიტანული ინტერესებისადმი რეგიონში, რომელსაც თავისმხრივ  არ სურდა ეღიარებინა რომ აღარ შეეძლო პროცესებზე ისეთი ზემოქმედება, როგორც ამას მე-19 საუკუნეში აკეთებდა.[4] ნასერი აღიქმებოდა მთავარ მიზეზად იმისა რომ სირია არ შეუერთდა ბაღდადის პაქტს[5]. 1954 წლის ევაკუაციის ხელშეკრულების თანახმად ეგვიპტე 80 000 ბრიტანელმა სამხედრომ დატოვა, რომელიც იქ არხის დასაცავად იყო დისლოცირებული.[6] ნასერს თავისუფლად მოქმედების საშუალება მიეცა.
            ეგვიპტის პრეზიდენტმა სუეცის არხის ნაციონალიზაცია მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დიდმა ბრიტანეთმა და ამერიკამ უარი თქვეს მანამდე მიღწეულ შეთანხმებაზე, დაეფინანსებინათ ასუანის კაშხლის მშენებლობა, რომელიც აღიქმებოდა ეგვიპტის მოდერნიზაციის სიმბოლოდ. ეს გადაწყვეტილება ამერიკელებმა და ბრიტანელებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ნასერმა რამდენიმე მეგობრული ნაბიჯი გადაგა კომუნისტური ბლოკის სასარგებლოდ: სცნო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და აირაღით ვაჭრობის შეთანხმება დადო ჩეხოსლოვაკიასთან. კრედიტის გამოყოფაზე უარის თქმის მიზეზი ფინანსურ საკითხიც იყო. ნასერი ვერ ასაბუთებდა თუ როგორ გადაიხდიდა მსოფლიო ბანკის 200 მილიონიან სესხს.[7]

ბრითანეთის და საფრანგეთის ინტერესები
სუეცის არხი ითვლებოდა „იმპერიის სასიცოცხლო გზად“, რომლის გადაკეტვის  შემთხვევაში გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა მკვეთრად დაზარალდებოდა. არხს უდიდესი სტრატეგიული და კომერციული მნიშვნელობა ჰქონდა დიდი ბრიტანეთის კეთილდღეობისთვის[8]. ხომალდების მესამედი, რომელიც არხს გადიოდა, ბრიტანეთს ეკუთვნოდა, ასევე სუეცის გზით ევროპას მიეწოდებოდა მთელი მისი ნავთობის მოხმარების 2/3.[9] არხის ჩამორთმევას ორივე ქვეყანა განიხილავდა, როოგრც აზიასა და აფრიკაში კოლონიური სტატუსის დაკარგვის დასაწყისს.[10] ამავდროულად ნასერის ეს ნაბიჯი დაემთხვა იმ პერიოდს, როდესაც დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი იბრძოდნენ ჩრდილოეთ აფრიკაში და ახლო აღმოსავლეთში გავლენის სფეროების შესანარჩუნებლად.[11]  „ლონდონი და პარიზი გრძნობდნენ, რომ ისინი ვერ აიტანდნენ შეურაცხყოფას, რომელიც მათ ღირსებასა და პრესტიჟს მიადგა“.[12] საფრანგეთს ალჟირში ომი ჰქონდა მეამბოხეებთან,  რომელთაც ეგვიპტე ეხმარებოდა, ასევე ნასერი პან-არაბული ნაციონალიზმის სახიფათო სიმბოლოდ აღიქმებოდა.[13] [14] დიდი ბრიტანეთის პრემეირ-მინისტრი ენტონი იდენი ნასერს განიხილვადა, როგორც ახალ ჰიტლერს, რომელთანაც დათმობა უარესის მომტანია.[15] მისი მოცილების გარეშე ინგლისისა და საფრანგეთის ინტერესებს რეგიონში საფრთხე ემუქრებოდა.[16] იდენს კი სურდა, რომ ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის განმსაზღვრელი კვლავ ბრიტანეთი ყოფილიყო.[17]

სუეცის კრიზისი
1956 წლის 26 ივლისს ნასერმა მოახდინა სუეცის არხის კომპანიის ნაციონალიზაცია, რომელსაც მართავდა საფრანგეთის და ბრიტანეთის მთავრობა.[18] მან განმარტა, რომ ინგლისმა და აშშ-მ უარი განაცხადეს ასუანის კაშხლის მშენებლობის დაფინასებაზე და ეგვიპტეს თავად უნდა გაეღო სახსრები ამ პროექტისთვის, არხიდან მიღებული შემოსავლით.[19] თუმცა ეს უფრო საბაბს წარმოადგენს ვიდრე რეალურ მიზეზს, რადგანაც ნასერს 367 წელი დასჭირდებოდა კაშხლის ასაშენებლად თუ მხოლოდ არხიდან მიღებულ შემოსავალს გამოიყენებდა.[20] მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტეს საერთაშორისო სამართლით ჰქონდა უფლება შეეწყვიტა ხელშეკრულება სუეცის არხის კომპანიასთან, ინგლისმა და საფრანგეთმა მაინც განაცხდეს, რომ ნაციონალიზაცია იყო საერთაშორსიო სამართლის დარღვევა, რადგან 1858 წელს ეგვიპტის ხედივმა სუეცის არხზე უფლებები უბოძა სწორედ ამ კომპანიას.[21] ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტმა დახურულ კარს მიღმა აღიარა რომ ნასერის ქმედებები ტექნიკური თვალსაზრისით ლეგალური იყო.[22] საფრანგეთს და ინგლისს არ გააჩნდათ არავითარი სამართლებრივი ბერკეტები შეწინააღმდეგებოდნენ არხის ნაციონალიაზაციას, თანაც ნასერმა მეწილებიისთვის კომპენსაციის გადახდის პირობა დადო.[23]

ისრაელი, როგორც Proxy
თავდაპირველად მინდა განვმარტო ტერმინ Proxy-ს მნიშვნელობა. ის ქართულად მონაცვლეს, რწმუნბულს, უფლებით აღჭურვილს ნიშნავს. ხოლო Porxy War არის კონფლიქტი, როდესაც ერთი მხარე ებრძვის თავის მოწინააღმდეგეს მესამე ძალის მეშვეობით, ბრძოლაში უშუალოდ ჩართვის გარეშე.[24]
იცონდნენ რა, რომ არხის ნაციონალიზაცია საკმარის საბას არ აძლევდა მათ ეგვიპტეში ინტერვენციისთვის, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა გადაწვიტეს კონფლიქტში ისრაელის ჩართვა. ისრაელს უნდა მიეცა ამ სახელმწიფოებისთვის casus belli[25] - შეჭრილიყო სინაიში, ხოლო ბრიტანეთი და საფრანგეთი, თავის „მშივოდბისმყოფელებს“ გადასხამდნენ, მოწინააღმდეგების დაშორიშორებისთვის და მაოხდენდნენ არხის ოკუპაციას, თითქოსდა გემების თავისუფალი მიმოსვლის უზრუნველსაყოფად[26]. ენტონი იდენს კიდევ უფრო შორსმავალი გეგემები ჰქონდა, მას სურდა ნასერის რეჟიმის განადგურება.[27]
ისრაელს კონფლიქტში ჩართვის თავისი მიზეზები ჰქოდნა. მას სურდა ღაზას სექტორის და სინაის ნახევარკუნძულის დაკავება, ტირანის სრუტის ბლოკადის დამთავრება[28] და სუეცის არხში ებრაული გემების მიმოსვლის აღდგენა, რომელიც ეგვიპტემ აკრძალა.[29]

აშშ-ს პოზიცია
აშშ-ს პრეზიდენტი თავიდანვე ცდილობდა განემუხტა სიტუაცია, რომ კონფლიქტი სამხედრო დაპირისპირებაში არ გადაზრდილიყო, თუმცა ყველა დიპლომატიური მცდელობა ჩავარდა.[30] ამერიკის პრეზიდენტი დუაიტ ეიზენჰაუერი არწმუნდებდა იდენს ძალა არ გამოეყენებინა. იდენმა დათმობაზე უარი განაცხადა. სუეცის კრიზისი ითვლება ყველაზე მძიმე განხეთქილებად ანგლო-ამერიკულ ურთიერთობაში.[31]
ეიზენჰაუერს ეშინოდა, რომ საფრანგეთის და ინგლისის მიერ ეგვიპტეზე ზეწოლა, არაბულ, აზიურ და აფრიკულ სახელმწიფოებს კომუნისტურ ბანაკს დაუახლოვედბა[32]. ეგვიპტის დაცვის საბაბით საბჭოთა კავშირი შეიძლება ჩართულიყო სამხედრო მოქმედებებში. სწორედ საბჭოეთის სავარაუდო მონაწილეობა დაპირისპირებაში უფრო ახდენდა გავლენას აშშ-სპრეზიდენტის გადაწყვეტილებებზე, ვიდრე დასავლელი მოკავშირეების მოთხოვნები.[33] ამერიკის ომისადმი უარყოფითი დამოკიდებულების ფამო, ინგლისმა საერთოდ არ შეატყობინა აშშ-ს ისრაელთან სამხედრო მოლაპარაკებები.[34] სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისინი არ ეთანხმებოდნენ ძალის გამოყენებას, როგორც საერთაშორისო დავების მოგვარების საშუალებას.[35] ერთ-ერთი მიზეზი ამერიკის თავშეკავების ისიც იყო, რომ მას არ ჰქონდა ფინანსური დაინტერესება სუეცის არხის კომპანიაში, ასევე ის არ იყო დამოკიდებული უცხოურ ნავთობზე იმავე დოზით, როგორც ინგლისი და საფრანგეთი.[36]ეიზენჰაუერს არ სურდა გაემწვავებინა საერთაშორისო ვითარება, რომელიც ამერიკის ინტერესებისათვის მისაღები იყო.[37] ის ვარაუდობდა, რომ ამერიკელი ამომრჩეველი არ მოიწონებდა, აშშ-ს მიერ სამხედრო ძალის გამოყენებას, ასევე ის შიშობდა, რომ აგრესია გამოიწვევდა არაბული სახელმწიფოების ნასერის გარშემო კონსოლიდაციას, რომელიც თავის მხრივ საბჭოთა გავლენის ქვეშ მოაქცევდა მათ.[38] ამერიკელების აზრით, სანამ ეგვიპტე არხს თავისუფალი მიმოსვლისთვის ღიას ტოვებდა, არც ერთ ქვეყანს არ ჰქონდა, ლეგიტიმური საფუძველი სამხედრო ქმდებებისთვის.[39] ეიზენჰაუერს მიაჩნდა, რომ იდენი მე-19 საუკუნის პოლიტიკით ხელმძღვანელობდა და არასწორად აფასებდ ასიტუაციას.[40]

კონფლიქტის განვითარება
1956 წლის 29 ოქტომბერს ისრაელი სინაის ნახევარკუნძულზე შეიჭრა, დაამარცხა ეგვიპტის არმია, დაიკავა შარმ-ალ-შეიხი და კონტროლი დაამყარა ტირანის  სრუტეზე.[41]
აშშ-ს მოთხოვნით გაეროს უშიშროების საბჭო შეიკრიბა 30 ოქტომბერს. საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ვეტო დაადეს რეზოლუციას, რომელიც მოითხოვდა ისრაელის მიერ ჯარების გამოყვანას. ამავდროულად, მათ ულტიმატუმი წაუყენეს ისრაელსა და ეგვიპტეს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. ორივე მხარეს სუეცის არხისგან 16 კმ-თ უკან უნდა დაეხია და ანგლო-ფრანგული კოალიციისთვის არხის ოკუპაციის უფლება მიეცა, მშვიდობის დამყარების მიზნით. ეგვიპტემ ულტიმატმი არ მიიღო.[42]
31 ოქტომბერს ბრიტანეთმა და საფრანგეთმა დაიწყეს ეგვიპტის დაბომბვა[43], ხოლო 5 ნოემბერს დაიწყო შეჭრა სუეცის არხის ზონაში[44]. 2 ნოემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, ამერიკის წარდგინებით და საბჭოთა კავშირის მხარდაჭერით,  მიიღო რეზოლუცია 997, რომელიც მოითხოვდა დაუყონებლივ ცეცხლის შეწყვეტას.[45][46] ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგისთვის კანადის შეთავაზებით გენერალურმა ასამბლეამ შექმნა პირველი სამშვიდობო ძალები, ე.წ. „ცისფერი ბერეტები“.[47] დაარსებიდან პირველად, გაერომ გააძლიერა თავისი როლი მსოფლიოში, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციამ.[48]
5 ნოემბერს, საბჭოთა კავშირი ბირთვული იარაღის გამოყენებით დაიმუქრა თუ კონფლიქტი არ შეწყდებოდა[49]. იდენმა ვერ მიიღო ეიზენჰაუერისგან გარანტიები, რომ ამერიკა უპასუხებდა საბჭოთა აგრესიას, პირიქით ეიზენჰაუერმა მოსთხოვა იდენს ცეცხლის შეწყვეტა მიეღო[50]. აშშ-მ უარი განაცხადა მსოფლიო სავალუტო ფონდისთვის უფლება მიეცა, დიდი ბრიტანეთისთვის სასწრაფო სესხი გამოეყო, რომლიც გარეშეც გაერთიანებულ სამეფოს ფინანსური კოლაპსი ემუქრებოდა[51]. იდენი იძულებული გახდა დაეთმო, ფრანგები ინგლისელების სამხედრო მეთაურობის ქვეშ იმყოფებოდნენ. 7 ნოემბერს გამოცხადდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ორ კვირაში იქ გაეროს მშვიდობისმყოფელები ჩავიდნენ. 1956 წლის ბოლომდე ინგლისმა და საფრანგეთმა დატოვეს ეგვიპტე, ხოლო 1957 წელს ისრაელმა.[52] არხი ნაოსნობისთვის 1957 წლის 8 აპრილს აღდგა.[53]

შედეგები
          დიდ ბრიტანეთის პრემეირ-მინისტრს ენტონი იდენს ეს კრიზისი თანამდებობის ფასად დაუჯდა.  ინგლისი დარწმუნდა, რომ ამერიკის უგულვებელყოფა არ ღირს და აქედან მოყოლებული ამერიკასთან „განსაკუთერებულ ურთოერთოებეს“ ევროპულ ინტერესებზე მაღლა აყენებს.[54] კრიზისმა დააჩქარა ბირტანეთის, როგორც კოლონიური იმპერიის დასასრული.
          საფრანგეთი დარწმუნდა, რომ დიდ ბრიტანეთზე სანდო მოკავშირე სჭირდებოდა. მხოლოდ გაერთიანებულ ევროპას შეიძლება გეწონასწორებინა ამერიკა. ამიტომაც უკვე 1957 წელს ხელი მოეწერა რომის ხელშეკრულებას ევროპული ეკონომიკური თანამეგობრობის შექმნის შესახებ.[55] საფრანეთმაც და დიდმა ბირიტანეთმაც გააცნობიერეს, რომ ამერიკის დახმარების იმედად ვეღარ იქნებოდნენ და გადაწყვიტეს საკუთარი ბირთვული იარაღი შეექმნათ.[56]
            კრიზისმა განამტკიცა მერიკის, როგორც გლობალური სუპერ ძალის სტატუსი, რომლის კონკურენტი მხოლოდ საბჭოთა კავშირი იყო. სუეცის მოვლენები იყო უკანასკენი შემთხვევა, როდესაც აშშ ისრაელის წინააღმდეგ წავიდა. ცივმა ომმა ახლო აღმოსავლეთშიც შეაღწია. ეგვიპტეს საბჭოეთთან დაახლოების პასუხად,  ისრაელი ამერიკის უახოლესი მოკავშირე გახდა.[57] გაიზარდა საბჭოთა გავლენა რეგიონში, არა მარტო ეგვიპტეში, არამედ სირიაშიც, სადაც სსრკ-მ იარაღის მიწოდება და სამხდრო მრჩევლების გაგზავნა დაიწყო.[58]
მიუხედავად სამხედრო მარცხისა, ნასერი გახდა არაბული ნაციონალიზმის და მესამე მოსფლიოს განმანთავისუფლებელი ბრძოლის სიმბილო.[59] კრიზისი სტიმული იყო პან-არაბული იდეოლოგიის გავრცელებისთვის, რომელმაც 1958 წელს ეგვიპტისა და სირიის გაერთიანებულ არაბულ რესპუბლიკაში შერწყმა გამოიწვია.[60] გაიზარდა ეგვიპტის შემოსავლები სუეცის არხისგან, და ასევე საბჭოთა დახმარებით შესაძლებელი გახდა ასუანის კაშხლის აშენება.[61]
ისრაელმა დაიბრუნა ტირანის სრუტით სარგებლობის უფლება.[62]

დასკვნა
          სუეცის კრიზისმა მთლიანად შეცვალა ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკური სიტუაცია. რეგიონი დატოვეს ძველმა მოტამაშეებმა:ინგლისმა და საფრანგეთმა,  მათ ჩაენაცვლა ორი ახალი სუპერძალა: ამერიკა და საბჭოთა კავშირი, რომელთა გადაწყვეტილებები განსაზღვრავდნენ რეგიონის მომავალს, შემდეგი 35 წლის განმავლობაში.
           






ბიბლიოგრაფია

·         გაჩეჩილაძე, რევაზ.  ჩემი მეოცე საუკუნე (ტომი II) .თბილისი, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2011.
·         Voinea, Anca Ioana. Examining the 1956 Suez Crisis. e-International Relations, 27 July 2011, http://www.e-ir.info/2011/07/27/examining-the-1956-suez-crisis/
·         Ogen, Olukoya. THE ECONOMIC LIFELINE OF BRITISH GLOBAL EMPIRE: A RECONSIDERATION OF THE HISTORICAL DYNAMICS OF THE SUEZ. The Journal of International Social Research, Volume 1/5 Fall 2008.
·         McDermott, Rose. The Suez Crisis. Risk-Taking in International Politics. The University of Michigan Press, 1998.
·         Brewer, Cecily G. Peril by Proxy: Negotiating Conflicts in East Africa. International Negotiation 16 (2011).
·         U.S. Department of State. Office of the Historian. Milestones: 1953-1960, Suez Crisis, 1596.  http://history.state.gov/milestones/1953-1960/Suez
·         The Suez crisis: An affair to remember. The Economist, 26 July 2006,  http://www.economist.com/node/7218678  
Lester Pearson and the Suez Crisis. Summary. http://www.suezcrisis.ca/summary.html



1U.S. Department of State. Office of the Historian. Milestones: 1953-1960, Suez Crisis, 1596.  http://history.state.gov/milestones/1953-1960/Suez (12.02.2012)
2რევაზ გაჩეჩილაძე.  ჩემი მეოცე საუკუნე (ტომი II) .თბილისი, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2011,   გვ. 158.
[3] The Suez crisis: An affair to remember. The Economist, 26 July 2006,  http://www.economist.com/node/7218678  (12.02.2012).
4Anca Ioana Voinea. Examining the 1956 Suez Crisis. e-International Relations, 27 July 2011, http://www.e-ir.info/2011/07/27/examining-the-1956-suez-crisis/ (12.02.2012)
5ბაღდადის პაქტი - თავდაცვითი ხელსეკრულება თურქეთს, ერაყს, დიდ ბრიტანეთს, ირანს და პაკისტანს შორის.
6Olukoya Ogen. THE ECONOMIC LIFELINE OF BRITISH GLOBAL EMPIRE: A RECONSIDERATION OF THE HISTORICAL DYNAMICS OF THE SUEZ. The Journal of International Social Research, Volume 1/5 Fall 2008, p.531.


[8] Olukoya Ogen., p.530.
[9] Rose McDermott. The Suez Crisis. Risk-Taking in International Politics. The University of Michigan Press, 1998, p.137.
[10] Rose McDermott., p. 135.
[11] Lester Pearson and the Suez Crisis. Summary. http://www.suezcrisis.ca/summary.html (12.02.2012)
[12] Lester Pearson and the Suez Crisis.
[13] Lester Pearson and the Suez Crisis.
[14] The Suez crisis: An affair to remember.
[15] Rose McDermott., p. 147.
[16] Rose McDermott., p. 148.
[17] Rose McDermott., p. 150.
[18] Lester Pearson and the Suez Crisis.
[20] Rose McDermott., 138.
[22] Lester Pearson and the Suez Crisis.
[23] Rose McDermott., 136.
[24] Cecily G. Brewer. Peril by Proxy: Negotiating Conflicts in East Africa. International Negotiation 16 (2011), p.137.
[25] ომის საბაბი
[26]  The Suez crisis: An affair to remember.
[27] The Suez crisis: An affair to remember.
[28] U.S. Department of State.,
[29] Rose McDermott., p.147.
[30] Rose McDermott., p.139.
[31] Lester Pearson and the Suez Crisis.
[32] The Suez crisis: An affair to remember
[33] Rose McDermott., p.155.
[34] Rose McDermott., p.140.
[35] Rose McDermott., p.143.
[36] Rose McDermott., p.145.
[37] Rose McDermott., p.145.
[38] Rose McDermott., p.145.
[39] Rose McDermott., p.145.
[40] Rose McDermott., p.153.
[41] U.S. Department of State.,
[42] Rose McDermott., p.141.
[44]The Suez crisis: An affair to remember
[46] The Suez crisis: An affair to remember
[47] Lester Pearson and the Suez Crisis.
[48] The Suez crisis: An affair to remember
[51]The Suez crisis: An affair to remember.
[52] Lester Pearson and the Suez Crisis.
[53] Rose McDermott., p.143.
[54] The Suez crisis: An affair to remember.
[55] The Suez crisis: An affair to remember.
[57] The Suez crisis: An affair to remember
[58] U.S. Department of State.,
[59] U.S. Department of State.,
[62] U.S. Department of State.,

4 comments:

  1. oh man its a good information and inovation,emmm , damn it men :))
    such a good performance for the history, you are the man who can control this world, ok my nigga?

    ReplyDelete
    Replies
    1. nigga? donald trupm and the diplomacy is a yes

      Delete
    2. damn it man! well done to the contact to the americas fascist ideoloigy

      Delete
    3. america and fascist? damn it! such a good news from asia do you know what is the asia's correct yes

      Delete